Saturday, November 26, 2016

მეოთხე მოდულის რეფლექსია

    მეოთხე მოდული ძალიან  საინტერესო იყო.ვიმსჯელეთ თუ ,როგორ გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი;განვიხილეთ ,თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ,პუბლიკაციის,ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.
  მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა,დამეხმრა,განვსაზღვრო რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.
   მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვის პროცესში გავითვალისწინე რომელი სტანდარტები და მიზნები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გვსურს, რომ ავსახოთ ნიმუშში.
  მას შემდეგ,რაც მოსწავლის თვალთახედვით შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, უკეთესი წარმოდგენა შემექმნა,თუ რა თემატიკისა და უნარ-ჩვევების სწავლებაა აუცილებელი თემის ფარგლებში.
     დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს და ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს საინტერესო ტრენინგისათვის.




მეხუთე მოდულის რეფლექსია

     მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
     ამ მოდულში გავეცანით,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას.
    შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან,ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.მოდულის ბოლოს გამოვიყენეთ დარჩენილი დრო,გადავხედეთ სავარაუდო ნაშრომებს.შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
   დიდი მადლობა მასწავლების სახლს , ჩვენს ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს ამ ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.



მეექვსე მოდულის რეფლექსია

      მოცემული მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი  და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთირთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.ამ მოდულში ძალიან საინტერესო მასალებია .
      ვისწავლეთ ,თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროება.შევისწავლეთ თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში.
 

No comments:

Post a Comment